მთვრალმა იკერმა ნაგვის ყუთში ჩამტენა | უცნობი ამბავი კასილასზე
ესპანელმა ჟურნალისტმა ხოსე მანუელ ესტრადამ იკერ კასილასთან დაკავშირებით სახალისო და ბევრისთვის უცნობი ამბავი გაიხსენა. კასილასი წვეულებაზე მაგრად დათვრა და ადეკვატურობა დაკარგა.
ხოსე მანუელ ესტრადამ ეს ამბავი გადაცემა Línea de cal-ში სტუმრობისას გაიხსენა: „იკერ კასილასმა დაბადების დღეზე ბალახის ლიქიორით დამათრო, ვიხრჩობოდი, მაგრამ მას არ ადარდებდა. სრულიად მთვრალი იყო. რესტორნის კართან, პროსპერიდადის უბანში, ნაგვის ყუთში ჩამტენა. წარმოიდგინე, იმ დროს სარა კარბონეროს შეყვარებული და მადრიდის „რეალის’’ მეკარე - ღამის სამ საათზე გაგიჟებული ნაგვის ყუთში კაცს ეჩხუბება და უყვირის: „მოგკლავ’’.
იკერ კასილასი ლეგენდარული ესპანელი მეკარეა, კარიერის დიდი ნაწილი მადრიდის „რეალში'' გაატარა (1999-2015), „სამეფო კლუბთან'' ერთად ლა ლიგის ხუთგზის და ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულია. „ფურია როხასთან'' ერთად ევროპის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო (2008, 2012). ასევე, 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში მუნდიალის გამარჯვებული გახდა.
2015 წელს „რეალიდან'' „პორტუში'' გადავიდა. იკერმა, გულის პრობლემის გამო, კარიერა 2020 წელს დაასრულა. 2019 წელს FIFA-ს საგანგებო ელჩი გახდა. მოგვიანებით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) პროექტებში აქტიურად მონაწილეობდა.