„ეფექტურობის სიმბოლო“ | რას წერენ ზურიკოზე საფრანგეთში
Le Progres-ის ჟურნალისტმა, პატრიკ გუილუმ „სენტ-ეტიენს“ სტატია მიუძღვნა და საკუთარ სვეტში ზურიკო დავითაშვილზე დაწერა. ქართველმა ფეხბურთელმა „მონპელიესთან“ დუბლი მიითვალა და გუილუს მისი კარგი თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
„მოკრძალებული და ბოლო შეხვედრებში მცირე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ზურიკო დავითაშვილი გუნდს დაუბრუნდა. ის სენტ-ეტიენის ახლად ნაპოვნი ეფექტურობისა და პროდუქტიულობის სიმბოლო იყო.
სოლიდური, მოუხელთებელი და გადამწყვეტი. დაბრკოლების შემდეგ სენტ-ეტიენი ფეხზე წამოდგა და მისი მოთამაშეები შეეგუენ, რომ ერთობლივი თავგანწირვა წარმატების მომტანია. გუნდმა თავდაჯერებულობა და სტაბილურობა დაიბრუნა“, - წერს Le Progres-ის ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 8 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა. მისი გუნდი 9 ტურის შემდეგ, 20 ქულით მეორე ადგილზეა. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „ტრუას“, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით, პირველ პოზიციას იკავებს.