გაბრიელ სიგუა
Aa
Aa

სიგუას საგოლე გადაცემა - ლოზანამ იანგ ბოიზი გაანადგურა

შვეიცარიის სუპერ ლიგის მე-8 ტურში, გაბრიელ სიგუას „ლოზანა“ საკუთარ მოედანზე „იანგ ბოისს“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.

ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მთავარმა მწვრთნელმა პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, შესვენებაზე შეცვალა. მოედნიდან გასვლამდე, სიგუამ საგოლე მოქმედების გაკეთება მაინც მოასწრო. მე-6 წუთზე, 20 წლის ფეხბურთელმა თანაგუნდელი ტეო ბაირი ცარიელი კარის წინ ფაქტობრივად მარტო დატოვა და ამ უკანასკნელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. შესაბამისად, გაბრიელ სიგუამ საგოლე გადაცემა მიითვალა.

შვეიცარიის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში, სიგუამ პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა. მის ანგარიშზე ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემაა. საგულისხმოა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა კონფერენს ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში, „ბრეიდაბლიკის“ წინააღმდეგაც შეძლო, სადაც მისმა გუნდმა 3:0 გაიმარჯვა.

8 ტურის შემდეგ, „ლოსანას“ სატურნირო ცხრილში 8 ქულა აქვს და მე-9 ადგილზე იმყოფება. სიგუას გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს, სტუმრად „ლუცერნთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზარიას საგოლე გადაცემა - ქართველის მე-9 საგოლე მოქმედება მიმდინარე სეზონში
ზარიას საგოლე გადაცემა - ქართველის მე-9 საგოლე მოქმედება მიმდინარე სეზონში