გიორგი ზარია
Aa
Aa

ზარიას საგოლე გადაცემა - ქართველის მე-9 საგოლე მოქმედება მიმდინარე სეზონში

ყაზახეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში, გიორგი ზარიას „კაირატ ალმატი“ საკუთარ მოედანზე „ჟეტისუს“ დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 74-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 4:0 იყო. ქართველის მოედანზე ყოფნის პერიოდში „კაირატმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი როლი ზარიამ ითამაშა. 90-ე წუთზე, ქართველის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში ზუსტად ტუაკბაევი დახვდა და ანგარიში 5:0 გახადა, ქართველმა ფეხბურთელმა კი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ყაზახეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გიორგი ზარიამ მე-16 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გოლითა და მე-3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ტრავმის გამო ქართველმა ფეხბურთელმა „კაირატის“ 7 მატჩი გამოტოვა და მოედანს 30 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მე-2 ტურში, მადრიდის „რეალთან“ დაუბრუნდა.

24 ტურის შემდეგ, „კაირატი“ ყაზახეთის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 55 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ასტანას“ 2 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში „კაირატი“ სტუმრად „ყიზილჯარს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგლიჩიძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო | უდინეზემ კალიარისთან ქულა მოიპოვა
გოგლიჩიძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო | უდინეზემ კალიარისთან ქულა მოიპოვა