მაინცი, ჰამბურგი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილის გასროლას გოლი მოჰყვა - ჰამბურგმა მაინცი გაანადგურა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში, გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ საკუთარ მოედანზე „მაინცს“ დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

ქართველი მცველი კვლავ მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და მოედანზე 82 წუთი გაატარა. გოჩოლეიშვილი „ჰამბურგის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველი გოლის ეპიზოდში, 23 წლის მცველმა ბრწყინვალე შორეული დარტყმა შემოგვთავაზა, რომელიც ჯერ მეკარემ მოიგერია, შემდეგ ძელს მოხვდა, ბოლოს კი დამატებაზე ლოკონგას მიუვიდა და ამ უკანასკნელსაც გატანა აღარ გასჭირვებია.

ამ ეპიზოდის გარდა, გოჩოლეიშვილმა სტაბილური მატჩი ჩაატარა და პრაქტიკულად უშეცდომოც იყო. ქართველი მცველი 82 წუთის განმავლობაში ბურთს 45-ჯერ შეეხო, 22-დან 17 პასი ზუსტად შეასრულა (77%), 4-დან 3 ზუსტი გრძელი პასი ჰქონდა, კარის ჩარჩოში ზუსტად ერთხელ დაარტყა, ერთი დარტყმა კი დაუბლოკეს. დრიბლინგის 4 მცდელობიდან 2 ზუსტი ჰქონდა, 11-დან 6 ერთ-ერთზე ორთაბრძოლა მოიგო, 3 საჰაერო დუელიდან კი ორ შემთხვევაში გამოვიდა გამარჯვებული. მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა და ასევე, სამჯერ დააჯარიმა მეტოქე. სახიფათო სიტუაცია ორჯერ განმუხტა და 1 ართმევა ჰქონდა. Sofascore-ზე მისი თამაში 7.0 ქულით შეფასდა.

გოჩოლეიშვილის ყველა გამორჩეული მომენტი:

გიორგი გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში „ჰამბურგის“ მაისურით მე-5 მატჩი ჩაატარა და ზუსტი საგოლე მოქმედება ჯერჯერობით არ ჰქონია, თუმცა, თითქმის ყველა თამაში მაღალი ქულებით შეფასდა.

„ჰამბურგმა“ ბუნდესლიგაში დაბრუნების შემდეგ მეორე მატჩი მოიგო. გოჩოლეიშვილის გუნდს 6 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე აღზევდა. „ჰამბურგი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 18 ოქტომბერს, სტუმრად „ლაიპციგის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაშვებულ გოლებში დამნაშავე არ ყოფილა“ - ინგლისური პრესა მამარდაზე
„გაშვებულ გოლებში დამნაშავე არ ყოფილა“ - ინგლისური პრესა მამარდაზე