პირველი გამარჯვება ახალი სახელით - აპოლომ მოგებით დაიწყო
Aa
Aa

პირველი გამარჯვება ახალი სახელით - აპოლომ მოგებით დაიწყო

საქართველოს ჩემპიონმა წყალბურთის ევრო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. „აპოლომ“ საბერძნეთში მიმდინარე შეჯიბრებაზე ნიდერლანდების „დე ზაანი“ მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში 19:18 დაამარცხა. ქართველმა წყალბურთელებმა პირველი და მესამე მეოთხედები მოიგეს, მეორეში და მეოთხეში კი დამარცხდნენ.

გუშინ ასევე დაიწყო ევროასპარეზზე გამოსვლა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ და სამწუხაროდ ხორვატიის „სოლარისთან“ 3-ბურთიანი სხვაობით, 14:17 დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას „აპოლო“ საბერძნეთის „აპოლონთან“ დღეს გამართავს, ხოლო „დინამო“ ასევე დღეს რუმინეთის „სტიაუას“ შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ჩემპიონ გუნდში რებრენდინგი მოხდა და კლუბი, რომელიც „სპორტმენეჯმენტის“ სახელით ქვეყნის პირველობის გამარჯვებული გახდა, ამიერიდან „აპოლოს“ სახელით ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წყალბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიას, სლოვენიასა და საბერძნეთს დაუპირისპირდება
წყალბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიას, სლოვენიასა და საბერძნეთს დაუპირისპირდება