32-ის ნაცვლად 48 კლუბი | ფიფას საკლუბო მუნდიალის გაფართოება სურს
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო (ფიფა) მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გაფართოებას და მასში მონაწილე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Times-ი იტყობინება.
მისი ინფორმაციით, ფიფას ზოგიერთი მაღალჩინოსანი უკმაყოფილოა იმით, რომ წელს 32 გუნდის მონაწილეობით ჩატარებული ტურნირის მიღმა დარჩნენ ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონები - „ლივერპული“, „ბარსელონა“ და „ნაპოლი“.
ამის გამო, შესაძლოა, მომდევნო გათამაშებაზე შერბილდეს შეზღუდვები, რომლებიც ერთი ქვეყნის წარმომადგენელ კლუბებს ეხება: 2-ის ნაცვლად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თითოეული ქვეყნიდან 3 კლუბი შეძლებს.
ამასთანავე, ფიფას ამ გადაწყვეტილებას (48 კლუბამდე რაოდენობის გაზრდას) კატეგორიულად უპირისპირდება უეფა. ამასთანავე, უეფაში ითხოვს, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდეს, ფიფას კი ამ ვადის შემცირება სურს.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო გათამაშება 2029 წელს ჩატარდება. ახალი სისტემით ჩატარებული ტურნირის პირველი გამარჯვებული ლონდონის „ჩელსი“ გახდა.