არმან ცარუკიანი, დენ ჰუკერი
Aa
Aa

ცარუკიანის მომდევნო მეტოქე ცნობილია - ჩხუბი 22 ნოემბერს გაიმართება

UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგის მეორე ნომრის, არმან ცარუკიანის მომდევნო მეტოქე ცნობილია.

სომეხი მებრძოლი ახალ ზელანდიელ დენ ჰუკერს დაუპირისპირდება. მათი ჩხუბი 22 ნოემბერს, კატარში გაიმართება.

28 წლის არმანს UFC-ში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა. მან ბოლო ბრძოლა 2024 წლის აპრილში, ჩარლზ ოლივეირასთან ჩაატარა და ბრაზილიელი მოწინააღმდეგე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რაც შეეხება ჰუკერს, 35 წლის მებრძოლის ანგარიშზე 24 გამარჯვებაა. მან ბოლო ბრძოლა UFC 305-ზე გამართა. მისი მეტოქე პოლონელი მატეუშ გამროტი იყო. დენმა გამარჯვება მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ამავე ღონისძიებაზე იჩხუბებს ალექსანდრე თოფურია. ის ყაზახ ბეკზატ ალმახანს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბონუსი მივიღე და სიგიჟე გავაკეთე“ | მერაბ დვალიშვილის სასაცილო ისტორია
„ბონუსი მივიღე და სიგიჟე გავაკეთე“ | მერაბ დვალიშვილის სასაცილო ისტორია