ნეიმარი, კარლო ანჩელოტი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ანჩელოტი: ნეიმარს მუნდიალზე მოხვედრის შანსი აქვს, მაგრამ არა ასეთ ფორმაში

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მარტის შეკრებაზე გუნდის შემადგენლობაში ნეიმარის არყოფნაზე კომენტარი გააკეთა.

ნეიმარი 26 და 31 მარტს საფრანგეთისა და ხორვატიის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის განაცხადს მიღმა დარჩა.

„ნეიმარი შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდეს, თუ ის 100%-ით ფორმაში იქნება. რატომ არ გამოვიძახე ის ახლა? იმიტომ, რომ ის არ არის ასპროცენტიან ფორმაში, ჩვენ კი სწორედ ასეთი მოთამაშეები გვჭირდება.

ნეიმარმა უნდა განაგრძოს მუშაობა, თამაში, თავისი თვისებების დემონსტრირება და კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნება“.

- შეძლებს თუ არა ვინისიუსი მსოფლიო ფეხბურთში დომინირების დაბრუნებას?

„ვინისიუსს მნიშვნელოვანი მატჩები არასდროს ჩაუგდია. არ მახსოვს არცერთი ნახევარფინალი ან მეოთხედფინალი, სადაც ვინისიუსი ჩავარდნილიყო. შესაძლოა, ვალენსიაში ის გაბრაზდა და კონცენტრაცია დაკარგა, მაგრამ მნიშვნელოვან თამაშებში მას ასე არასდროს უქნია. დარწმუნებული ვარ, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზებს, თუ ნაკრების შემადგენლობაში იქნება“.

- დაგეხმარათ თუ არა ეს პერიოდი (რეალში) მის უკეთ გაგებაში?

„ვინისიუსი ბრაზილიელია, მას ბრაზილიური ხასიათი აქვს. ბრაზილიელები სიცოცხლისმოყვარე და ძალიან თავმდაბალი ხალხია. მე არ შემხვედრია არცერთი ამპარტავანი ადამიანი არც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაში და არც ჩემს ნაცნობ ბრაზილიელებს შორის. ვინისიუსი თავმდაბალია, ხალისიანი და უკიდურესად ნიჭიერი,“

– განაცხადა ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები