ფედე ვალვერდე, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ამას ჩემზე ვერავინ იტყვის“ - ვალვერდემ ჭორები უარყო

კაირატთან მატჩის შემდეგ, ფედე ვალვერდეზე არასასიამოვნო ინფორმაციები ვრცელდება. ურუგვაელმა ნახევარმცველმა, ჭორებს წერტილი დაუსვა და განცხადება გააკეთა.

ვალვერდე:

„მე წავიკითხე რამდენიმე სტატია, რომლებიც ჩემს რეპუტაციას ზიანს აყენებს. ვიცი, რომ მქონია ცუდი თამაშები, თავადაც კარგად ვაცნობიერებ ამას. არ ვიმალები, კრიტიკას პირდაპირ ვხვდები. ძალიან დამწუხრებული ვარ. ხალხს ყველაფრის თქმა შეუძლია, მაგრამ იმას ვერავინ იტყვის, რომ მე თამაშზე უარს ვამბობ, რადგან ამ კლუბისთვის ყველაფერს ვაკეთებ.

მქონია შემთხვევები, როცა ტრავმირებულმა ვითამაშე და არასდროს გავჩერებულვარ. არასდროს მითქვამს, რომ დასვენება მჭირდებოდა. მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რაც მაძლევს იმის თავდაჯერებულობას, რომ ვუთხრა, რომელ პოზიციაზე მირჩევნია თამაში, თუმცა ბევრჯერ მითქვამს, რომ ნებისმიერ ადგილზე შემიძლია ვითამაშო.

მე ყოველთვის მთელი გულით და სულით ვთამაშობდი ამ კლუბისთვის და ასე გავაგრძელებ, თუნდაც ხანდახან ეს საკმარისი არ იყო ან ისე ვერ ვთამაშობდე, როგორც მსურს. მთელი სიამაყით ვფიცავ - არასდროს დავნებდები და ბოლომდე ვიბრძოლებ, სადაც არ უნდა დამჭირდეს თამაში.“

შეგახსენებთ, რომ დღეს რადიო მარკამ-მ ურუგვაელ ნახევარმცველთან დაკავშირებით არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ვალვერდემ მარჯვენა მცველად თამაშზე უარი თქვა და მატჩისწინა მოთელვაზე არ გავიდა. სწორედ ამ სტატიას გამოეხმაურა ფედერიკო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები