მიქაუტაძე გოლთან ახლოს იყო - ვილიარეალმა ბილბაოს მოუგო
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი მიქაუტაძე, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო.
ქართველ თავდამსხმელს 28-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა მიზანს სულ მცირე მანძილით ასცდა.
მატჩი საკმაოდ მხიარული გამოდგა, რადგან მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. მარსელინო გარსია ტორალმა ჟორჟი 72-ე წუთზე შეცვალა. ერთადერთი გოლი კი 77-ე წუთზე მოლეირომ გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის ვილიარეალში ეს რიგით მე-5 მატჩი იყო. მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.