“კეთილშობილი სული“ - კვიპროსული მედია ქვილითაიას ქველმოქმედებაზე
გიორგი ქვილითაია ყოფილ კლუბს, თემურ ქეცბაიას „ფამაგუსტას“ დაეხმარა – ამის შესახებ გამოცემა „სიგმალაივი“ წერს.
როგორც მოგეხსენებათ, გიორგის ყოფილი კლუბი, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კრიზისშია – ამის გამო ფანებმა გუნდის მხარდასაჭერად თანხების შეგროვება დაიწყეს და უკვე 250 ათასი ევრო მიიღეს. ეს საკმარისი არაა, რადგან მიზანი 1.9 მილიონის შეგროვებაა.
აღმოჩნდა, რომ ქართველი სპეციალისტის ამჟამინდელი გუნდის ერთ-ერთი შემომწირველი გიორგი ქვილითაია. „კეთილშობილი სული“, – ასეთი სათაურით გამოეხმაურა გამოცემა „სიგმალაივი“ ქართველი თავდამსხმელის საქციელს.
„კეთილშობილური საქციელი ქვილითაიასგან. გიორგი ქვილითაიას „ანორთოსისი“ არ დავიწყებია. „არისის“ თავდამსხმელმაც თავისი გზით შეუწყო ხელი გუნდის გადარჩენას და მის ანგარიშზე 1000 ევრო გადარიცხა. ეს გასაოცარი ჟესტია ქართველი თავდამსხმელისგან ყოფილი გუნდის მიმართ“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ანორთოსისში 2020/2021 წლებში იჯარის წესით თამაშობდა. შემდეგ კარიერა აპოელში გააგრძელა, ხოლო ახლა ლიმასოლის ღირსებას იცავს.