ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

შტურმის მწვრთნელი: “კიტეიშვილი რეინჯერსთან დაბრუნდება“

როგორც მოგეხსენებათ, ოთარ კიტეიშვილი შტურმს ოჯახური მიზეზების გამო(მამა გარდაეცვალა) ევროპის ლიგის ფაზის პირველ ტურში მიდტიულანდთან ვერ დაეხმარა.

მთელი გუნდის მის დაბრუნებას ელოდება. ამასთან დაკავშირებით, ავსტრიული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ ზოიმელმა კომენტარი გააკეთა.

ზოიმელი:

„სამწუხაროდ, ოთარის ოჯახს პრობლემები შეექმნა და ჩვენ მას გუნდის დატოვების უფლება მივეცით. ოჯახზე მნიშვნელოვანი არაფერია. მას დრო შეუზღუდავად მივეცით.

რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ძალიან დაგვაკლდა. ვფიქრობ, ოთარი ევროპის ლიგის მეორე ტურში რეინჯერსის წინააღმდეგ ჩვენთან იქნება. ამის შესახებ, თავად კიტეიშვილმა მითხრა ტელეფონზე საუბრისას.“

შეგახსენებთ, რომ შტურმისა და რეინჯერსის დაპირისპირება 2 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

ასევე გეტყვით, რომ ევროპის ლიგის მატჩამდე შტურმი ავსტრიის ბუნდესლიგაში, 28 სექტემბერს ჰატერბერგს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფროზინონემ მოიგო და ცხრილის სათავეშია | კვერნაძის არყოფნის მიზეზი ცნობილია
ფროზინონემ მოიგო და ცხრილის სათავეშია | კვერნაძის არყოფნის მიზეზი ცნობილია