ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„მუდმივი საფრთხე მეტოქეებისთვის“ | ფრანგული გამოცემა ზურიკოზე წერს

ფრანგულმა გამოცემამ, Peuple Vert-მა „სენტ-ეტიენის“ ყველაზე გადამწყვეტ ფეხბურთელებზე დაწერა. ავტორის ყურადღების ცენტრში ზურიკო დავითაშვილიც მოექცა, რომელსაც საგოლე მოქმედება ყოველ 157 წუთში აქვს.

„რეიტინგში მეხუთე ადგილს ზურიკო დავითაშვილი იკავებს, რომელსაც საგოლე მოქმედება ყოველ 157 წუთში აქვს. მართალია, შედარებით არასტაბილურია, მაგრამ ქართველი გარემარბი საკუთარი სისწრაფისა და დრიბლინგის წყალობით, მეტოქეებისთვის მუდმივ საფრთხედ რჩება.

დავითაშვილს შეუძლია, ინდივიდუალური უნარების წყალობით განსხვავება შექმნას. სტაბილურობის მხრივ, მას მოსამატებელი აქვს, მაგრამ მისი წვლილი გუნდისთვის კვლავინდებურად მნიშვნელოვნად რჩება“, - წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის 6 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია. „მწვანეებს“ 14 ქულა აქვთ და მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს გამართავენ. მათი მეტოქე „ამიენი“ იქნება, რომელსაც სტუმრად დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება დავითაშვილს, ზურიკოს მცირე ტრავმა აწუხებდა და „რეიმსთან“ მატჩში მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უარი ორივე თხოვნაზე - მარსელმა სენ-ჟერმენს არაფერი დაუთმო
უარი ორივე თხოვნაზე - მარსელმა სენ-ჟერმენს არაფერი დაუთმო