მერაბი ერთადერთია, ვინც 10-ჯერ შეამოწმეს | UFC-ის დოპინგ-ტესტის შედეგები
UFC-ში დოპინგ კონტროლი მაქსიმალური სიმკაცრით ხორციელდება. დღევანდელი მონაცემებით, 2025 წელს 2933 ნიმუშია აღებული და 709 მებრძოლი შეამოწმეს, რაც საშუალოდ ერთ მებრძოლზე 4.13 ტესტია.
სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი დოპინგზე ყველაზე მეტჯერ შეამოწმეს. „მანქანამ“ 10 ტესტი ჩააბარა და ერთადერთია, ვინც ორნიშნა ნიშნულზე ავიდა. დვალიშვილის შემდეგ არმან ცარუკიანი მოდის. სომეხმა მებრძოლმა წლეულს 8 ტესტი ჩააბარა.
რაც შეეხებათ სხვა ქართველ მებრძოლებს, მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ოთხჯერ შეამოწმეს. „ელ მატადორის“ ძმას, ალექსანდრე თოფურიას იმავე ოდენობის ტესტის ჩაბარება მოუწია. რომან დოლიძემ და გიგა ჭიკაძემ სამ-სამი ნიმუში ჩააბარეს.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი რვაკუთხედში მალე დაბრუნდება. მერაბი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს. მათი დაპირისპირება UFC 320-ზე გაიმართება, რომელიც თბილისის დროით, 5 ოქტომბერს არის ჩანიშნული.