ვახტანგ ლოლუა
Aa
Aa

18 წლის ტრიუმფატორი - ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონია

ვახტანგ ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონია. 18 წლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, რომელიც 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, პლანეტის პირველობაზე ყველა შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებია.

გადამწყვეტ შეხვედრაში ლოლუას მეტოქე ირანელი ფარზად აჰმად ბალიოტაკი გახლდათ, რომელსაც 9:7 აჯობა. ფინალამდე კი ჩინელ ჰოიანგ შის, რუმინელ დენის მიჰაის და თურქ მუჰამედ ჩაქირის მოუგო. ვახოს ყველაზე მეტად ამ უკანასკნელთან გაუჭირდა, რომლის ბარიერიც ბოლო ქულის წესის წყალობით გადალახა.

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ისევ ჰყავს - 2019 წელს ანალოგიურ შედეგს ნუგზარ წურწუმიამ მიაღწია, რომელიც ერთი წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ქართველი ჩემპიონები - მოჭიდავეების ტრიუმფი
მსოფლიოს ქართველი ჩემპიონები - მოჭიდავეების ტრიუმფი