ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ორი ქართველი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
Aa
Aa

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ორი ქართველი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, დღეს ორმა ქართველმა ფალავანმა ფინალში გააღწია.

55 კგ კატეგორიაში 18 წლის ვახტანგ ლილუამ ნახევარფინალურ ბრძოლაში თურქ შაქირს აჯობა (2:2 ბოლო ქულის წყალობით) და ხვალ ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე ირანელი ახმადი ბალუტაკისი იქნება.

82 კგ-ში ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა გელა ბოლქვაძემ, რომელმაც ნახევარფინალში იაპონელი იოშიდა 8:5 დაამარცხა და ოქროსთვის იბრძოლებს.

რამდენიმე დღის წინ ზაგრებში თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც გამოვიდნენ, რომლებმაც სამწუხაროდ მედლის მოპოვება ვერ შეძლეს.

მსგავსი სიახლეები