გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

„იმედია, მომავალში ლიონში დაბრუნდება“ | ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

გიორგი მიქაუტაძის ყოფილი თანაგუნდელი, ალექსანდრ ლაკაზეტი ქართველი ფეხბურთელის სიტყვებს გამოეხმაურა. მიქაუტაძემ, beIN Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა, რომ „ლიონისთვის“ თავი გაწირა, როდესაც „ვილიარეალში“ ტრანსფერს დათანხმდა.

„გიორგი მიქაუტაძემ საოცარი ნაბიჯი გადადგა და კლუბის გადარჩენას დათანხმდა. იმედი მაქვს, ვილიარეალში შესანიშნავ რაღაცებს გააკეთებს და მომავალში ლიონში დაბრუნდება“, - განაცხადა ლაკაზეტმა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის მსგავსად, „ლიონი“ ლაკაზეტმაც დატოვა. ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელა და „ნეომში“ გადავიდა. ლაკაზეტისა და მიქაუტაძის წასვლის შემდეგ „ლიონს“ მათი სათანადო შემცვლელი არ უყიდია და 2025/26 წლების სეზონში სერიოზული გამოწვევის წინაშეა.

მიქაუტაძემ „ვილაირეალში“ ორი თამაშის ჩატარება მოასწრო. „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მან მოედანზე 79 წუთი გაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე, „ტოტენჰემთან“ კი შეუცვლელად იასპარეზა. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მომდევნო შეხვედრას „ოსასუნასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი მაგალითი მოტივაციას მაძლევს“ - კვარას ყოფილი გუნდელი
„მისი მაგალითი მოტივაციას მაძლევს“ - კვარას ყოფილი გუნდელი