ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი მაგალითი მოტივაციას მაძლევს“ - კვარას ყოფილი გუნდელი

„რუბინის“ მცველმა ილია როჟკოვმა Legalbet-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ვარჯიშზე ისაუბრა.

„როცა ხვიჩა რუბინში მოვიდა, მაშინ 16 წლის ვიყავი. უნგრეთიდან ახალდაბრუნებული ვიყავი, ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ვთამაშობდი. და ერთი კვირით ძირითად გუნდთან ერთად სავარჯიშოდ წამიყვანეს. შემდეგ კი მაშინვე ახალგაზრდულ გუნდში გადამიყვანეს. ამ კვირის განმავლობაში ხვიჩასთან ერთად ვარჯიში მოვასწარი. იქ გუნდის ყველა წამყვანი ფეხბურთელი იყო. მაგრამ ხვიჩასთან ერთად ვარჯიში რაღაც სხვა დონის გამოცდილება იყო.

როცა მასთან გადავიკვეთე, ბურთი ფეხებს შუა ორჯერ გამიძვრინა. თუ ავიღებთ იმ ხვიჩას, რომელიც რუსეთში იყო, და იმას, რომელიც ახლა პსჟ-ში თამაშობს - მაშინ ვიტყვი, რომ როგორც ფეხბურთელი ის ძალიან გაიზარდა და განვითარდა”.

- ხვიჩას მაგალითი გიბიძგებს, რომ ხუთ წელიწადში რუსეთის ჩემპიონატის დონიდან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადახვიდე და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებამდე მიხვიდე?

„რა თქმა უნდა, მისი მაგალითი მოტივაციას მაძლევს! მესმის, რომ აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მუშაობ. თუ მუდმივად შრომობ, თავს არ აძლევ დასვენებისა და მოდუნების საშუალებას, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია”.

- განაცხადა როჟკოვმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები