ტოტენჰემი, ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„VAR-ი უნდა ჩარეულიყო, ეს წითელი ბარათია“ - ინგლისელი ექსპერტების შეფასება

მიკი ვან დე ვენის მიერ გიორგი მიქაუტაძეზე განხორციელებული ვარდნა აშკარად წითელ ბარათს ჰგავდა, თუმცა მთავარმა არბიტრმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, რამაც „ვილიარეალი” აზარალა.

ინგლისის პროფესიონალ მსაჯთა კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა კიტ ჰეკეტმა არბიტრის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ VAR-ს ეპიზოდი უნდა განეხილა, რადგან ვან დე ვენი გაძევებას იმსახურებდა.

„მხოლოდ ის შემიძლია წარმოვიდგინო, რომ მატჩის ოფიციალური წარმომადგენელი თვლიდა, რომ თავდამსხმელი სიტუაციას ვერ აკონტროლებდა და გოლის გატანის ალბათობა მასში ეჭვს ბადებდა… გულახდილად რომ ვთქვა, VAR-ი ამ სიტუაციაში უნდა ჩარეულიყო. ტოტენჰემს აშკარად გაუმართლა. ლონდონელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენას სხვა მომენტშიც იმსახურებდნენ, როცა გაძევებას ჩავი სიმონსი იმსახურებდა”.

- განაცხადა ჰეკეტმა Amazon Prime-ზე პირდაპირ ეთერში.

ამავე აზრზეა „ტოტენჰემის” ყოფილი ფეხბურთელი დიმიტარ ბერბატოვი, რომელიც ხსენებულ ეთერში ჰეკეტთან ერთად იმყოფებოდა.

„ვფიქრობ, დეზები გადარჩნენ, მათ გაუმართლათ, რომ კაცნაკლულნი არ დარჩნენ. ვილიარეალისთვის რიცხობრივი უპირატესობა ბევრ რამეს შეცვლიდა. ამ ყველაფერს მატჩის საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა შეეძლო”.

გადაცემაში მიწვეულმა კიდევ ერთმა ექსპერტმა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მოთამაშემ უეინ რუნიმ, არბიტრი დაიცვა.

„ვფიქრობ, ეს ყვითელი ბარათია და სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ბურთი მოშორებით მიდის და მეკარე კარგ პოზიციაზეა. ფორვარდი სიტუაციას ვერ აკონტროლებდა. ეს ყვითელი ბარათია და სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული”.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა” მატჩი 1:0 მოიგო. „ვილიარეალმა” კი უკვე მიჯრით მეორე მატჩი წააგო, რომელშიც გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები