"ბარსელონა" - "ჟირონას" შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა
ლა ლიგის 25-ე ტურში "ბარსელონამ" "ჟირონას" უმასპინძლა და 6-1 დაამარცხა. შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა.
ენრესტო ვალვერდეს გუნდმა კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა - ისინი, უკვე ზედიზედ 32 შეხვედრაა ლა ლიგაში არ დამარცხებულან.
2010-2011 წლებში პეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბარსამ" ჩემპიონატში ზედიზედ 31 შეხვედრა დაუმარცხებლად ჩაატარა, თუმცა გუშინ გუნდმა ეს შედეგი გააუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ ამ 32 მატჩიდან 7 ლუის ენრიკეს გუნდს ეკუთვნის, რომელსაც ვალვერდემ 25 დაუმატა. კატალონიელებს წლევანდელ სეზონში 27 მოგება და 5 ფრე აქვთ.
ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი კი "რეალ სოსიედადს" ეკუთვნის, მათ ანგარიშზე მიჯრით 38 წაუგებელი შეხვედრაა. ბაკსებმა ეს 1978/79 წლების სეზონის ბოლოდან დაიწყეს და 1979/80-ის სეზონით გააგრძელეს.
***
მორიგი საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა Opta-მ. კერძოდ, ფელიპე კოოუტინიომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საჯარიმოს გარედან უკვე მე-19 გოლი გაიტანა და ეს ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში მეორე საუკეთესო შედეგია.
ამ მხრივ ლიდერი ლეო მესია, რომელსაც საჯარიმოს გარედან 29 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ კოუტინიოს იდენტური შედეგი აქვს კრიშტიანო რონალდუსაც.

***
მორიგი რეკორდი დაამყარა ლეო მესიმ, რომელმაც ლა ლიგის ისტორიაში 36 სხვადასხვა გუნდს გაუტანა.
დღემდე, ამ რეკორდის ავტორი "რეალის" ლეგენდა რაულ გონსალესი იყო. რაულს 35 გუნდისთვის ჰქონდა გატანილი.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესის ანგარიშზე ლა ლიგის წლევანდელ სეზონში 22 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა. არგენტინელი ორივე კომპონენტში ლიდერია.
