Aa
Aa

ლილარდის 40 ქულა და "გეიმ ვინერი"! "პორტლენდმა" ბოლო წამებზე მოიგო

გამთენიისას NBA-ში "გოლდენ სტეიტი" "ოკლაჰომას" ფონზე ყველა მატჩი დაიჩრდილა, თუმცა "პორტლენდისა" და "ფინიქსის" დაპირისპირება მაინც გამორჩეული იყო და სუპერ ფინალიც ჰქონდა.

"ბლეიზერსმა" დემიან ლილარდის "ბაზერით" შეხვედრა 106:104 მოიგო.

ლილარდი პარკეტზე რა თქმა უნდა საუკეთესო იყო. მის ანგარიშზე 40 ქულა, 10 მოხსნა და 5 გადაცემა იყო.

ლილარდის მსგავსად ორმაგი დუბლი ჰქონდა იუსუფ ნურკიჩსაც - 14 ქულა, 13 მოხსნა.

"ფინიქსელთა" მხრიდან დევონ ბუკერი გამოირჩა. მისი მონაგარი 30 ქულა, 9 მოხსნა და 3 გადაცემა იყო.

"პოტლენდი" ამ გამარჯვების შემდეგ, დასავლეთ კონფერენციაში 34 მოგებითა და 26 მარცხით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. "ფინიქსი" კი უიმედოდ ბოლო ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები