გეჰიც რომ შეეძინათ, ყველაფერს მოიგებდნენ | რიოს აზრით, ლივერპულს საუკეთესო ფანჯარა ჰქონდა
„მან. იუნაიტედის'' ყოფილი ფეხბურთელის, რიო ფერდინანდის აზრით, გასულ ზაფხულში „ლივერპულს'' ისტორიაში საუკეთესო სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა. ვეტერანი ინგლისელის კომენტარს Dailymail-ი ავრცელებს.
რიო ფერდინანდი: „თუ „ლივერპულის'' ტრანსფერებს გადახედავთ, ნახავთ რომ კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა საუკეთესოდ გამოიყენა, კონკურენტებთან შედარებით დიდი უპირატესობა ჰქონდა. კლუბს თავიდანვე ნათელი მიზნები ჰქონდა, ყველაფერი შესრულდა გარდა მარკ გეჰის ტრანსფერისა. გეჰი რომ შეეძინათ, ვფიქრობ ყველა ტიტულს მოიგებდნენ''.
გასულ ზაფხულში „ლივერპულმა'' ფლორიან ვირცი (116 მილიონი ფუნტი სტერლინგი პოტენციური ბონუსების ჩათვლით), ალექსანდერ ისაკი (125 მილიონი ფუნტი სტერლინგი), უგო ეკიტიკე (79 მილიონი ფუნტი სტერლინგი პოტენციური ბონუსების ჩათვლით), ჯერემი ფრიმპონგი (29 მილიონი ფუნტი სტერლინგი), მილოშ კერკეზი (40 მილიონი ფუნტი სტერლინგი), ჯოვანი ლეონი (26 მილიონი ფუნტი სტერლინგი) და არმინ პეჩი (1,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი) შეიძინა.