ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე
Aa
Aa

„ბოლო წუთზე კვარამ რაც გააკეთა, ჩემთვის სულერთია, არაფერში მაინტერესებს“ | მბაპეს მამა

კილიან მბაპეს მამამ, უილფრიდ მბაპემ L’Equipe-ს ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის ერთ-ერთი შეკითხვა კრიტიკას შეეხებოდა, რომელსაც კილიანი „პარი სენ-ჟერმენში“ ყოფნისას იღებდა და მას დაცვაში თამაშს უწუნებდნენ.

„განაპირა მცველი შემტევია თუ უკანახაზელი? რას ვითხოვთ მისგან? მე არ ვამბობ, რომ კილიანი საერთოდ არ უნდა ჩასულიყო დაცვაში, მაგრამ კონკრეტულ ფეხბურთელს როგორ ვაფასებთ? პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, განაპირა მცველს კარგი ჩაწოდება აქვს თუ არა. თითოეული პოზიციის შეფასებისას კონკრეტული კრიტერიუმები უნდა გამოვიყენოთ.

ვაკრიტიკებთ ფეხბურთელს, რომელსაც სეზონში 60 გოლი გააქვს... რატომ უნდა გავაკრიტიკო ასეთი ფეხბურთელი?! თუმცა, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თუ შენთან ახლოს ორთაბრძოლა მიმდინარეობს, ვალდებული ხარ, მიხვიდე და თანაგუნდელს დაეხმარო.

შეიძლება ხალხი შოკში ჩავაგდო, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას უკან დაბრუნება და 90-ე წუთზე დენზელ დუმფრისისთვის ბურთის წართმევა, უმნიშვნელოა, არ მაინტერესებს. ეს კილიანის პრეროგატივა არაა. მას სხვა რაღაც ევალება და აკეთებს იმას, რაც სხვებს არ შეუძლიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ვთქვათ — „კვარას სეზონში 60 გოლი ვერ გააქვს.“

ყველას თავისი შეხედულება აქვს. მე თავდამსხმელს არასდროს ვეტყვი, რომ გამუდმებით უკან ჩავიდეს. არ ვამბობ, რომ დაცვაში არ უნდა ითამაშოს, მაგრამ თუ მხოლოდ უკან ჩასვლით იქნება დაკავებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მე და თქვენ ერთ ოთახში ვერ ვიქნებით“, — განაცხადა ვილფრიდ მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ყოფნისას მბაპეს აკრიტიკებდნენ, რომ გუნდისთვის მაქსიმალურად არ იხარჯებოდა და ლუის ენრიკეს დაცვით მოთხოვნებს სრულად არ აკმაყოფილებდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს ისტორიული მიღწევა - პორტუგალიამ უნგრეთს მოუგო
რონალდუს ისტორიული მიღწევა - პორტუგალიამ უნგრეთს მოუგო