125 დაკავებული, 20 დაშავებული - გულშემატკივრების შეტაკება კოპა სუდამერიკანაზე
Aa
Aa

125 დაკავებული, 20 დაშავებული - გულშემატკივრების შეტაკება კოპა სუდამერიკანაზე

კოპა სუდამერიკანაზე არგენტინულ „ინდეპენდიენტესა“ და ჩილეურ „უნივერსიდად დე ჩილეს“ შორის გამართული მატჩი გულშემატკივრებს შორის მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. ESPN-ის ინფორმაციით, პოლიციამ 125 ადამიანი დააკავა, დაშავდა 20-ზე მეტი გულშემატკივარი, მათ შორის ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

არგენტინული პოლიციის განცხადებით, ჩილელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნების ზედა იარუსიდან სკამებისა და სხვადასხვა ნივთის სროლა დაიწყეს ქვედა იარუსზე განლაგებული არგენტინელი გულშემატკივრების მისამართით, დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველიც.

მატჩი პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ჩილელი გულშემატკივრები ტრიბუნებს ტოვებდნენ, როდესაც მათ სექტორზე არგენტინელი ფანები შეიჭრნენ და სტუმრებს რკინის კეტებით დაესხნენ თავს.

სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, კონმებოლმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტი დაგმო ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომაც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავიდან არაფერს წარმოადგენდა“ - პისარო ლევანდოვსკიმ გააოცა
„თავიდან არაფერს წარმოადგენდა“ - პისარო ლევანდოვსკიმ გააოცა