უდინეზე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„ნიჭიერია და ჩვენს სტილს კარგად მოერგება“ - უდინეზეს მწვრთნელი გოგლიჩიძეზე

„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა სერია ა-ს პირველი ტურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის საბა გოგლიჩიძის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„გოგლიჩიძე იდეალურ ფორმაში არ იყო, ახლა ყველაფერი რიგზეა. ის და ნიკოლა ბერტოლა ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, ისინი ჩვენს სტილს კარგად მოერგებიან. მათ სრულად ვენდობით და გვესმის, რომ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამის გამო ნაკლები სათამაშო დრო ექნებათ“.

შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძეში „უდინეზემ“ „ემპოლის“ 4 მილიონი ევრო გადაუხადა. ქართველი მცველის დებიუტი რამდენიმე დღის წინ იტალიის თასზე შედგა - „უდინეზემ“ „კარარეზეს“ 2:0 მოუგო. რაც შეეხება ბერტოლას, 22 წლის ცენტრალური მცველი „უდინეზემ“ „სპეციადან“ დაიმატა.

ცნობისთვის, პირველ ტურში „უდინეზე“ შინ „ვერონას“ დაუპირისპირდება. მატჩი 25 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს კვარას, ოსიმენისა და ზელინსკის გუნდმაც ვერ შეძლო“ - კონტე ზედიზედ ჩემპიონობის შანსებზე
„ეს კვარას, ოსიმენისა და ზელინსკის გუნდმაც ვერ შეძლო“ - კონტე ზედიზედ ჩემპიონობის შანსებზე