ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

„დივიზიონში მისნაირი მებრძოლი არავინ ყოფილა“ - სენ-პიერის მწვრთნელი ჩიმაევზე

ხამზატ ჩიმაევის მიერ დრიკუს დუ პლესისთან ჩატარებულმა ორთაბრძოლამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. რა თქმა უნდა, არსებობენ კრიტიკოსები, რომლებიც ჩეჩენის საბრძოლო სტილს მოსაწყენად მიიჩნევენ, თუმცა უმრავლესობა თვლის, რომ ხამზატმა UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფომანსი აჩვენა. კიდევ უფრო შორს წავიდა ლეგენდარული მებრძოლის ჟორჟ სენ-პიერის მწვრთნელი ფირას ზაჰაბი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში ყველა დროის საუკეთესოა. ვინ იყო მისი დონის შეგიძლიათ დამისახელოთ? ისრაელ ადესანია, დრიკუს დუ პლესი, თუ ანდერსონ სილვა თავის ფორმის პიკზე? სამივე მათგანს ხამზატი უბრალოდ გაანადგურებდა. ჩიმაევი ეს არის ხაბიბ ნურმაგომედოვი, ოღონდ საშუალო წონაში“.

ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ხამზატ ჩიმაევი ოქტომბერში, აბუ-დაბიში იჩხუბებდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩემპიონი ოქტაგონზე 2025 წელს აღარ გავა, ხოლო მისი მომდევნო მეტოქე სავარაუდოდ, რეინე დე რიდერსა და ენტონი ერნანდესს შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პერეირასთან ღირსეულად იბრძოლებს“ - ჩიმაევის შანსები ქვემძიმე წონაში
„პერეირასთან ღირსეულად იბრძოლებს“ - ჩიმაევის შანსები ქვემძიმე წონაში