ხამზატ ჩიმაევი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„დრიკუსმა სიტყვა „რე“ ან „მატჩი“ ერთადაც კი არ უნდა წარმოთქვას, სჯობს წონა შეიცვალოს...“

UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ქუინტონ „რემფეიჯ“ ჯექსონი მიიჩნევს, რომ დრიკუს დუ პლესმა UFC 319-ის შემდეგ, წონითი კატეგორიის შეცვლაზე სერიოზულად უნდა იფიქროს.

ჯექსონის თქმით, ახლა დუ პლესის მხრიდან რევანშზე ფიქრი ზედმეტია და სრულებით უადგილოა. მისი რეკომენდაციაა კატეგორიის შეცვლა, თუმცა თავად დუ პლესიც წარსულში არაერთხელ საუბრობდა, რომ მსუბუქ მძიმე წონაშიც სურდა ჩხუბი.

„უბრალოდ გაანადგურეს. დრიკუსმა ინტერვიუში სიტყვა „რე“ ან „მატჩი“ ერთადაც კი არ უნდა წარმოთქვას, ამას მთელი პატივისცემით ვამბობ. ეს უნდა დაივიწყოს. რაც ახლა დუ პლესის სჭირდება, ეს არის სხვა წონით კატეგორიაში გადასვლა. ალბათ, ქვემოთ ჩამოსვლა უნდა სცადოს, ახლა კი ის სრულიად გაჭედილია,“

– განაცხადა ჯექსონმა.

შეგახსენებთ, რომ დრიკუსი ჩიმაევთან საშუალო წონითი კატეგორიის ქამრისთვის ბრძოლაში უშანსოდ დამარცხდა და ჩემპიონის წოდება ისე დათმო, რომ მის შენარჩუნებასთან ახლოსაც კი არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები