გაუმჯობესებული რეკორდი და მესის უხერხული მეტოქეები...
ლიონელ მესიმ „ჩელსისთან“ უგოლო სერია მასთან მე-9 დაპირისპირებისას შეწყვიტა.
არგენტინელმავარსკვლავმა, „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართული შეხვედრის 75-ე წუთზე ანდრეს ინიესტას პასი გამოიყენა, ანგარიში 1:1 გახადა და საპასუხო მატჩის წინ თავის გუნდს შესამჩნევი უპირატესობა მოუტანა.
ევროტურნირების მასშტაბით რამდენიმე გუნდია, რომლის წინააღმდეგაც მესის ერთხელ მაინც უთამაშია და მის კარში გოლი არ გაუტანია - „ატლეტიკო“, ბენფიკა“, ინტერი“, „უდინეზე“, „ლივერპული“ და „რუბინი“. საპირისპიროდ, ყველაზე მეტი გოლი კი "არსენალის" (9), "მილანისა" (8) და "სელტიკის" (8) კარში აქვს გატანილი.
მესიმ „ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალურ ეტაპზე თავისი 22-ე გოლი გაიტანა, რაც „ჩემპიონთა ლიგის“ ამ სტადიაზე ერთი ფეხბურთელის მიერ დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. ამ მხრივ მეორე პოზიციაზე კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც 1/8 ფინალურ შეხვედრებში 19 გოლი აქვს გატანილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ჩემპიონთა ლიგის“ ეგიდით გასვლით მატჩში მესიმ გოლი 2016 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა. მან მაშინ გლაზგოს „სელტიკის“ კარი აიღო.