მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ჯგუფი
2027 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება. სულ ცოტა ხნის წინ კი ევროპული გუნდების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ყველა ნაკრების ვინაობა გახდა ცნობილი.
დარჩენილი იყო 8 გუნდი( ავსტრია, ხორვატია, დანია, უნგრეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, შვეიცარია და უკრაინა), რომლებიც დარჩენილ 24 გუნდს ახლა შეუერთდნენ. გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად არიან გადანაწილებული:
A ჯგუფი: დანია, საქართველო, უკრაინა, ესპანეთი
B ჯგუფი: საბერძნეთი მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი
C ჯგუფი: სერბეთი, თურქეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, შვეიცარია
D ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ისლანდია, ლიეტუვა
E ჯგუფი: ხორვატია, გერმანია, ისრაელი, კვიპროსი
F ჯგუფი: უნგრეთი, საფრანგეთი, ბელგია, ფინეთი
G ჯგუფი: უნგრეთი, საფრანგეთი, ბელგია, ფინეთი
H ჯგუფი: სლოვაკეთი, ჩეხეთი, შვედეთი, ესტონეთი
ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპი 2025 წლის ნოემბერში დაიწყება დაგეგმილი პირველი სამატჩო „ფანჯრით“. მომდევნო ფანჯრები შედგება 2026 წლის თებერვალ-მარტში და ივლისში.
პირველი რაუნდი ჩატარდება შინ-გარეთ წრიული სისტემით. თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მეორე რაუნდში გადავა.
საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი გავა. სწორედ ეს გზა გაიარა საქართველოს ნაკრებმა 2021-2023 წლებში, როცა პირველად, ისტორიაში გავიდა მსოფლიოზე და იაპონიაში გამართული მუნდიალის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.
ასევე გეტყვით, A ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები, B ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრებს შეხვდება.