სიტიმ სავინიოს გაყიდვა და როდრიგოს ყიდვა გადაიფიქრა
„მანჩესტერ სიტი“ სავინიო მორეირას შეინარჩუნებს.
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, გილემ ბალაგე ინფორმაციით, „ქალაქელებმა“ გადაწყვიტეს, რომ 21 წლის ბრაზილიელი ვინგერი არ გაყიდონ. მანამდე იწერებოდა, მის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს „ტოტენჰემი“ მართავდა.
„სიტის“ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როდრიგოს ტრანსფერი გამოირიცხა. ინგლისური კლუბი მადრიდის „რეალის“ ვინგერის გაფორმებას, მხოლოდ სავინიოს წასვლის შემთხვევაში განიხილავდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ბრაზილიელმა 29 მატჩი ჩააატარა, 1 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა.
რაც შეეხება როდრიგოს, მისი მოქმედი კონტრაქტი სამეფო გუნდთან, 2028 წლის ივნისამდეა გათვლილი. გასულ სეზონში, როდრიგომ 54 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 11 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევროა.