გორგაძემ მადრიდის რეალს გაუტანა (U16) | დინამო Great Wall Cup-ზე გამოდის
ჩინეთში Great Wall Cup-ის ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თბილისის „დინამოს’’ 16-წლამდე გუნდმა ოდილ ახმედოვის აკადემიასთან 0:0 ითამაშა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საბა შარვაშიძე დასახელდა.
საბა შარვაშიძე: „ძალიან კარგი ტურნირია. რაც შეეხება ჩინეთს, ძალიან ლამაზი ქვეყანაა. პეკინი ძალიან ლამაზია''.
საბა შარვაშიძისა და შალვა კვარაცხელიას კომენტარები
მეორე ტურში „დინამო’’ მადრიდის „რეალთან’’ 1:2 დამარცხდა. თბილისური გუნდიდან გოლი გიორგი გორგაძემ გაიტანა.
გიორგი გორგაძე „დინამოს'' 10-ნომრიანი მაისურით „რეალთან'' მატჩში
ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში შალვა კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდი „ცრვენა ზვეზდასთან'' 0:3 დამარცხდა და შემდეგ მატჩს მე-5 ადგილისთვის ხვალ გამართავს.
„დინამოს'' 16-წლამდე გუნდი ჩინეთში ამ შემადგენლობით იმყოფება: მათე ჭელიძე, გიორგი ჩიხლაძე, ლუკა შარიქაძე, ანდრია ფოცხვერია, ნიკოლოზ ფოცხვერია, დავით ცქვიტაია, იოანე გოგიჩაიშვილი, საბა შარვაშიძე, გიორგი ზურაბიშვილი, რეზო გაზდელიანი, გიორგი გორგაძე, დემეტრე ქურასბედიანი, გიორგი გერგედავა, ლუკა ჯუღელი, ანდრია ოჩიგავა, სანდრო ბინიაშვილი, თორნიკე ფილაური, დავით მაჭარაშვილი, ნიკოლოზ კობზონაძე, სანდრო მიქაუტაძე, ალიკა გეთიაშვილი.
აღნიშნულ ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს: მადრიდის „რეალი,'' ლისაბონის „სპორტინგი,'' „ოსერი,'' ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა,'' თბილისის „დინამო'', ოდილ ახმედოვის სახელობის აკადემია , „ჩეჯუ'' და პეკინის 16- წლამდე ნაკრები.