რეალი ადამ უორტონს აკვირდება - მას რეკომენდაციას ბელინგემი უწევს
მადრიდის „რეალი“ „კრისტალ პალასის“ 21 წლის ნახევარმცველს, ადამ უორტონს აკვირდება. ამის შესახებ Sport.es-ი Daily Mail-ზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ინფორმაციით, მადრიდული კლუბის ინგლისელი ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი კლუბს ურჩევს, რომ მისი თანამემამულე გაიფორმონ, რადგან დარწმუნებულია, რომ უორტონი „იდეალურად ჩაჯდება სტილში, რომლის ნახვაც ჩაბი ალონსოს სურს“.
როგორც იწერება, ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდის ყოფილი ნახევარმცველის, ტონი კროოსის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება. თუმცა ამ დროისთვის მხარეებს შორის წინასწარი მოლაპარაკებები არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ადამმა 27 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე მოქმედება გააკეთა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე უორტონის საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევროა.