ბარსელონა, რობერტ ლევანდოვსკი, ლამინ იამალი
Aa
Aa

ლევანდოვსკი: “ოქროს ბურთი? იამალს საოცარი სეზონი ჰქონდა“

რობერტ ლევანდოვსკიმ მძიმე სეზონის წინ ინტერვიუსთვის მოიცალა. პოლონელი თავდამსხმელი სხვადასხვა საკითხებზე ავტორიტეტულ გამოცემა BBC-ის ესაუბრა.

ლევანდოვსკი:

„პრემიერ ლიგაში არასდროს მითამაშია და ამის გამო შესაძლოა ცოტა სინანულის გრძნობაც მქონდეს, მაგრამ, როდესაც ჩემს კარიერას ვუყურებ, ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ჩემი ყველა ნაბიჯით კმაყოფილი ვარ და არ მაქვს განცდა, რომ რაღაც ისე ვერ ან არ გავაკეთე. მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა გადაწყვეტილი მქონდა და თანხმობაც კი მივეცი. ამის მიზეზი სერ ალექს ფერგიუსონი იყო, მაგრამ იმ დროს დორტმუნდს ჩემი გაყიდვა არ შეეძლო. იცოდნენ, რომ ჩემი დარჩენის შემთხვევაში გაცილებით მეტ ფულს გამოიმუშავებდნენ და მთხოვეს 1-2 წელი დამეცადა.

ვფიქრობ, ახალგაზრდა ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში ჯერ კიდევ შემიძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონში პროდუქტიული ვიქნები. შემიძლია ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გაჩვენოთ. ლამინ იამალი საოცარია. არ მჯეროდა, რომ მის ასაკში ასეთი რაღაცების გაკეთება ვინმეს შეეძლო.

ვწუხვარ, რომ ოქროს ბურთი ვერ მოვიგე და ცერემონია გაუქმდა. იმ წელს კარიერის პიკში ვიყავი და საკლუბო დონეზე ყველაფერი მოვიგე. წელს რთულია პროგნოზის გაკეთება. ბევრი მოთამაშეა ისეთი, ვისაც ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. მაგალითად იამალს დიდებული სეზონი ჰქონდა. თუ ეს ახლა არ მოხდება, დარწმუნებული ვარ, მომავალში აუცილებლად მოიგებს. რაფინიასაც კარგი სეზონი ჰქონდა. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ამ ჯილდოს მოგება თავისუფლად შეუძლიათ.“

შეგახსენებთ, რომ თავად ლევანდოვსკიმ გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 42 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთს ვიმსახურებ“ - პსჟ-ს ჰაკიმის ინტერვიუდან ამ ფრაზის ამოჭრა უნდოდა
„ოქროს ბურთს ვიმსახურებ“ - პსჟ-ს ჰაკიმის ინტერვიუდან ამ ფრაზის ამოჭრა უნდოდა