როდრი
Aa
Aa

ისევ დაშავდა - როდრი სეზონის სტარტს გამოტოვებს

2024 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი როდრი წლევანდელი სეზონის სტარტს გამოტოვებს. „მანჩესტერ სიტის“ 29 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა დაზიანება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში „ალ-ჰილალთან“ მიიღო, რის გახმაურებასაც „ქალაქელები“ ამ დრომდე მაქსიმალურად ერიდებოდნენ, რადგან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მათი ნახევარდაცვის ლიდერი მალე გამოჯანმრთელებას შეძლებდა, თუმცა ასე არ მოხდა და იძულებულნი გახდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია გაევრცელებინათ.

როგორც ირკვევა, როდრის ძველი ტრავმის რეციდივი აქვს, რის გამოც თითქმის მთელი გასული სეზონის გამოტოვება მოუწია. უკანასკნელ დღეებში გამართულ ვარჯიშებზე პეპ გუარდიოლა თანამემამულეს შედარებით ნაკლებად ტვირთავდა და აპირებს, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს. როგორც კატალონიელმა სპეციალისტმა განაცხადა, როდრის მოედანზე სრული დატვირთვით მხოლოდ სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ გამოიყენებს და ასე პირველ რიგში ექიმებთან გავლილი კონსულტაციების გამო იქცევა.

შეგახსენებთ, რომ როდრიმ მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა გასული წლის სექტემბერში „არსენალთან“ მატჩისას მიიღო, რის გამოც თითქმის 9-თვიანი მკურნალობის კურსის გავლა დასჭირდა და მოედანზე დაბრუნება მხოლოდ ივნისში შეძლო, როდესაც თანაგუნდელებს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ სიტი როდრისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
მანჩესტერ სიტი როდრისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს