"რეალი" კატასტროფის წინაშე - კროოსის შემდეგ ზიდანი მარსელოსაც კარგავს
მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "ბეტისს" სევილიაში 5-3 სძლია.
ზინედინ ზიდანის გუნდს ეს გამარჯვება საკმაოდ ძვირი დაუჯდა, რადგან შეხვედრის 30-ე წუთზე მადრიდელებს მარსელო დაუშავდათ.
პირველადი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს მოედანზე დასაბრუნებლად დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.
თუ, მედშტაბის საბოლოო დასკვნა არ შეიცვალა "რეალს" "პსჟ"-სთან განმეორებითი მატჩისთვის ტონი კროოსთან ერთად მარსელოც დააკლდება, რაც ზიდანისთვის სრული კატასტროფა იქნება, რადგან გუნდში მათი სრულფაოსვანი შემცვლელები არ მოიძებნება.
რა თქმა უნდა, თეორიულად არსებობს იმის შანსი, რომ პარიზში გასამართი შეხვედრისთვის მარსელომაც და კროოსმაც ტრავმები სრულად მოიშუშონ, თუმცა ესპანური პრესა ამ ვარიანტს პესიმისტურად უყურებს.