„ამ გრძნობას ვერავინ წამართმევს“ - ჯონსი მიიჩნევს, რომ მარადიული ჩემპიონია
UFC-ის მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა განმარტა, თუ რატომ განაგრძობს საკუთარი თავისთვის ჩემპიონის წოდებას.
„ყოველივე იმის შემდეგ, რაც UFC-ში გავაკეთე, ამ დრომდე, ყოველ დილით იმ შეგრძნებით ვიღვიძებ, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვარ. ამ გრძნობას ვერავინ და ვერასდროს ვერ წამართმევს“, - დაწერა „ბოუნსმა“ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 22 ივნისს, UFC-ს პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ჯონსმა კარიერა დაასრულა, რის შემდეგაც მძიმე წონაში ჩემპიონი ბრიტანელი ასპინალი გახდა.
„ბოუნსმა“ კარიერაში არაერთი საოცარი შედეგი დააფიქსირა, მათ შორის: ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი UFC-ის ისტორიაში, ორი დივიზიონის ტიტული, ზედიზედ 20 გამარჯვება, 16 გამარჯვება სატიტულო ბრძოლაში და ნული ნოკდაუნი კარიერაში.