"ოლ სტარის" პირველი დღე
საკალათბურთო ასოციაციაში „ოლ სტარის“ უიქენდი ცნობილი ადამიანების მატჩით გაიხსნა, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და „კლიპერსის“ გუნდის გამარჯვებით 75-66 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რეპერი „ქუავო“ დასახელდა, რომელმაც 19 ქულას. 5 მოხსნას და 3 გადაცემას მოუყარა თავი. „ლეიკერსის“ გუნდში კი საუკეთესო რეიჩელ დემიტა იყო 17 ქულითა და 2 მოხსნით.
ცნობილთა მატჩის შემდეგ ამომავალ ვარსკლავთა შეხვედრა ვიხილეთ, სადაც „მსოფლიოს გუნდმა“ უშანსოდ დაამარცხა „ამერიკის“ გუნდი - 155-124. მატჩის MVP „საკრამენტო კინგსის“ სერბი უკანახაზელი ბოგდან ბოგდანოვიჩი გახდა, 25 წლის გამთამაშებელმა 22 წუთში 26 ქულა, 4 მოხსნა, 6 გადაცემა მიითვალა და 7 სამქულიანი მოათავსა კალათში.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა „ბოსტონის“ მსუბუქმა ფორვარდმა ჯეილენ ბრაუნმა დააგროვა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და 35 ქულასთან ერთად 10 მოხსნაც ჩაიწერა აქტივში.