ბრწყინვალედ შეასრულა | ყველაშვილის გოლით ლოკომ შტურმი თასიდან გამოთიშა
Aa
Aa

ბრწყინვალედ შეასრულა | ყველაშვილის გოლით ლოკომ შტურმი თასიდან გამოთიშა

საქართველოს თასის მერვედფინალში სართიჭალის „შტურმი’’ შინ თბილისის „ლოკომოტივთან’’ 1:2 დამარცხდა. გამარჯვებული ერთი მატჩით ვლინდება, რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე „ლოკო'' მეოთხედფინალში ითამაშებს.

23-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, შეტევა მეკარე ნიკა ქავთარაძემ დაიწყო, თორნიკე კურტანიძის პასის შემდეგ გიორგი გვასალიამ ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში გახსნა. 48-ე წუთზე კეკელიძემ ჯარიმიდან კარისკენ დაარტყა, მეკარემ ბურთი მოიგერია, დასწრებაზე სანდრო შაშიაშვილმა ყველას აჯობა და გაიტანა. 52-ე წუთზე ნიკოლოზ ყველაშვილმა შესანიშნავი შესრულებით გამარჯვების გოლი გაიტანა. მოკლედ, გიორგი გეგუჩაძის ფეხბურთელებმა 4-წუთიან მონაკვეთში თამაში შემოატრიალეს.

20 წლის ნიკოლოზ ყველაშვილმა კრისტალბეთ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში „ლოკოს'' რიგებში 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მას საქართველოს 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

„ლოკომოტივის’’ მსგავსად მეოთხედფინალში ეუჯენიო სერას გაწვრთნილი „სამტრედია’’ გავიდა, რომელმაც გასვლაზე „ოდიშს’’ სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

64-ე წუთზე ჯუბა დვალიშვილმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 68-ე წუთზე კოსტარიკელმა იულენ კორდერომ ეფექტური დარტყმით მახვილი კუთხიდან გაიტანა. მესამე დამატებულ წუთზე არგენტინელმა რუბენ გაუტომ ცაციათი მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

საქართველოს თასის მერვედფინალში ლადო ბურდულის გაწვრთნილმა ტყიბულის „მეშახტემ’’ ამბროლაურში მარტვილის „მერანს’’ 3:1 მოუგო. მე-14 წუთზე სტუმრები ზვიად სიხარულიამ დააწინაურა. ემანუელ ფობისა და კვამე ასამოას გოლებით „მეშახტემ’’ თამაში შემოატრიალა. 77-ე წუთზე „მერანის’’ ფეხბურთელმა თორნიკე ლაცაბიძემ წითელი ბარათი მიიღო. პირველ დამატებულ წუთზე „მეშახტემ’’ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, დავით ნაჭყებიამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ფოტო: თბილისის „ლოკომოტივის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი გაიტანა და მომენტები ჰქონდა | გულიაშვილის სარაევომ კრაიოვას მოუგო
გოლი გაიტანა და მომენტები ჰქონდა | გულიაშვილის სარაევომ კრაიოვას მოუგო