ქუთაისის ტორპედო ომონიასთან დამარცხდა
ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა კვიპროსში, „ომონიას“ წინააღმდეგ გამართა.
დირკ შუსტერის გაწვრთნილი გუნდი ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
მასპინძლების უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე იგრძნობოდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე, სტევან იოვეტიჩმა გაიტანა.
„ტორპედოს“ რიგებიდან თავი მეკარემ გამოიჩინა - ოთო გოშაძემ საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა 31 ივლისს, ქუთაისში გაიმართება. მატჩს „რამაზ შენგელია არენა“ უმასპინძლებს.