ბიორნ იონსენი, დირკ შუსტერი, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

„მეტოქე კარგად შევისწავლეთ“ - ტორპედოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ქუთაისის „ტორპედო“ ხუთშაბათს კვიპროსში „ომონიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის წინ, აშკარა ფავორიტად კვიპროსული კლუბი ითვლება, თუმცა ასე არ ფიქრობენ ქუთაისელები. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა და ცენტრფორვარდმა ბიორნ იონსენმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს.

დირკ შუსტერი:

„ორდაბასთან გასული ორი ურთულესი მატჩის შემდეგ გუნდი მეტად გაიზარდა. ვიცით, რომ წინ მძიმე მატჩები გველის, შესაძლოა კვიპროსის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ვნახეთ მეტოქე გუნდის ბოლო მატჩები და კარგად შევისწავლეთ ის. ხვალ ომონია სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებს და ცხადია, ყველას გამარჯვება სურს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. ყველაფერი ორმატჩიან დაპირისპირებაში გადაწყდება. ვეცდებით ჩვენი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ“.

ბიორნ იონსენი:

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ვითამაშეთ. ამ 1 წლის განმავლობაში ჩვენს კლუბში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა: ახალი მწვრთნელი გვყავს, უფრო ძლიერი შემადგენლობა… მოტივაცია არ გვაკლია და დღეს ომონიასთან სათამაშოდ მზად ვართ. ჩვენი მიზნები გვაქვს, შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს და მზად ვართ იმ ბრძოლისთვის, რომელიც წინ გველის“.

შეგახსენებთ, რომ „ომონიასა“ და „ტორპედოს“ მატჩი 24 ივლისს, ჩვენი დროით 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები