ლუკა ლაცაბიძე
Aa
Aa

ლუკა ლაცაბიძე წლის ბოლომდე საქართველოში ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით, „შახტარის’’ საკუთრებაში მყოფი ლუკა ლაცაბიძე იჯარით თბილისის „დინამოში’’ დაბრუნდება. შეთანხმების მიხედვით, ლუკა საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბში მიმდინარე წლის დასრულებამდე ითამაშებს.

1,93 მ. სიმაღლის ცენტრალურმა მცველმა, რომელიც ხაშურშია დაბადებული და თბილისის „დინამოს’’ აღზრდილია, უკრაინის პრემიერ ლიგის 2024-25 წლების სეზონი იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში'' გაატარა, 18 მატჩი ჩაატარა (11 სასტარტოში), 1 საგოლე პასი შეასრულა და მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი მიიღო.

სამწუხაროდ, ლუკამ ტრავმის გამო ივნისში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ვერ ითამაშა. მისი არყოფნა რამაზ სვანაძის გუნდისთვის დიდი დანაკლისი იყო. ახლა ლუკა თავს კარგად გრძნობს, ტრავმა მოირჩინა.

ლუკას „შახტართან'' კონტრაქტი 2028 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კაკაბაძემ პენალტი გამოიმუშავა - კრაკოვიამ ტერმალიკა დაამარცხა
კაკაბაძემ პენალტი გამოიმუშავა - კრაკოვიამ ტერმალიკა დაამარცხა