გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

3 გოლი ერთ ტაიმში - მამარდას ლივერპული მილანთან დამარცხდა

„ლივერპული“ ჰონგ-კონგში გამართულ ამხანაგურ მატჩში „მილანთან“ დამარცხდა - 2:4. მატჩი ძირითად შემადგენლობაში ალისონ ბეკერმა დაიწყო, გიორგი მამარდაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. ქართველმა მეკარემ 45 წუთში სამი გოლი გაუშვა, Sofascore-მა კი მისი თამაში 6.3 ქულით შეაფასა.

გაშვებულ გოლებში მამარდაშვილის დადანაშაულება არასწორი იქნებოდა, თუმცა ცალკე აღნიშვნას იმსახურებს „მილანის“ მეოთხე გოლი, როცა კოსტას ციმიკასის არაზუსტი პასის შემდეგ ნოა ოკაფორმა დუბლი გაიფორმა.


შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე „ენფილდზე“ მიმდინარე წლის ზაფხულში გადაბარგდა და მისი დებიუტი „მერსისაიდელების“ რიგებში 13 ივლისს „პრესტონთან“ მატჩში შედგა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კაკაბაძემ პენალტი გამოიმუშავა - კრაკოვიამ ტერმალიკა დაამარცხა
კაკაბაძემ პენალტი გამოიმუშავა - კრაკოვიამ ტერმალიკა დაამარცხა