სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

5:8-ს აგებდა და 15:10 მოიგო | სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, „თბილისი 2025“-ზე, სანდრო ბაზაძე ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველი მოფარიკავე აჰმედ ჰეშამის დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, 15:10 დაამარცხა.

ჰეშამმა მატჩი კარგად დაიწყო და 8:5 დაწინაურდა, თუმცა დარჩენილ დროში სანდრო ფენომენალური იყო. ქართველმა მოფარიკავემ მომდევნო 12 ქულიდან 10 აიღო და ფინალში ჟან-ფილიპ პატრისისა და ლუკა კურატოლის წყვილი გამარჯვებულს შეხვდება.

ცნობისთვის, მერვედფინალში ბაზაძის მეტოქე მოჰამედ ამერი იყო, რომელიც 15:11 დაამარცხა. მანამდე, სანდროს მეტოქე ვილიამ მორილი იყო, რომელსაც 15:10 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზოგიერთმა ფეხბურთელმა მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა“ - კვირკველია ევროტურნირებზე
„ზოგიერთმა ფეხბურთელმა მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა“ - კვირკველია ევროტურნირებზე