სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

გარანტირებული მედალი | ბაზაძე ნახევარფინალშია

თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს სანდრო ბაზაძემ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა და გარანტირებული მედალი დაისაკუთრა, მინიმუმ ბრინჯაო. ქართველ ხმლით მოფარიკავეს მეოთხედფინალში ეგვიპტელი მეტოქე ჰყავდა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა.

ბაზაძემ ზიად ელსისი 15:13 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად აჰმედ ჰეშამს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ჟან-ფილიპ პატრისი და ლუკა კურატოლი ხვდებიან. ნახევარფინალური ეტაპი 18:00-დან დაიწყება.

ცნობისთვის, მერვედფინალში ბაზაძის მეტოქე მოჰამედ ამერი იყო, რომელიც 15:11 დაამარცხა. მანამდე, სანდროს მეტოქე ვილიამ მორილი იყო, რომელსაც 15:10 მოუგო.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვუდმენი: ალისონთან და მამარდასთან ერთად ვარჯიში ნამდვილი სიამოვნებაა
ვუდმენი: ალისონთან და მამარდასთან ერთად ვარჯიში ნამდვილი სიამოვნებაა