ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„ამჯერად ნოკაუტი ელის“ - ანკალაევი პერეირას ემუქრება

უკვე ცნობილია, რომ ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრა UFC 320-ის ფარგლებში, თბილისის დროით, 5 ოქტომბერს, გამთენიისას შედგება. ლას-ვეგასში მოქმედი ჩემპიონის მაგომედ ანკალაევისა და ალექს პერეირას რემატჩი უნდა გაიმართოს და ბრაზილიელი შეეცდება, რომ დაკარგული საჩემპიონო ქამარი დაიბრუნოს. თუმცა, დაღესტნელს სულ სხვა გეგმები აქვს და აპირებს „პო ატანი“ კიდევ უფრო დიდი უპირატესობით დაამარცხოს.

მაგომედ ანკალაევი

ამჯერად პერეირა ნოკაუტში უნდა გავგზავნო, სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. მათ, ვინც ჩვენი ჩხუბის ყურებას აპირებს, გავახარებ და ვეტყვი, რომ წინ გრანდიოზული შოუ ელოდებათ. ქამრის მოპოვებაზე დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი და ახლა, როდესაც დასახული მიზანი უკვე შესრულებული მაქვს, ჩემპიონის ტიტულის დათმობას ნამდვილად არ ვაპირებ.

ცნობისათვის, ანკალაევი-პერეირას პირველი შეხვედრა მარტში ჩატარდა და დაღესტნელმა მებრძოლმა სამხრეთ ამერიკელი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება მათ მომდევნო დაპირისპირებას, როგორც უკვე მოგახსენეთ, UFC 320-ზე შედგება და ამავე ქარდზე ქართველი მერაბ დვალიშვილიც იბრძოლებს - „მანქანა“ ტიტულის დაცვას ამჯერად კორი სენდჰეგენთან შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გეიჯი: არაფრის დიდებით არ ვაპირებ პიმბლეტთან ბრძოლას, მირჩევნია კარიერა დავასრულო
გეიჯი: არაფრის დიდებით არ ვაპირებ პიმბლეტთან ბრძოლას, მირჩევნია კარიერა დავასრულო