კანისარესი: ოქროს ბურთის ამბავმა ის გატეხა, თუ ეს ვერ დაძლია, მეორე დონის მოთამაშე გახდება
ლეგენდარული ესპნალი გოლკიპერი სანტიაგო კანისარესი ვინისიუსზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოქროს ბურთის ვერმოგების შემდეგ, ბრაზილიელი მორალურად გატყდა და მისი რეგრესი სწორედ ამას უკავშირდება.
„ამან მასზე აშკარად იმოქმედა. ვინისიუსი ვერ დაუშვებს, რომ ახალ სეზონშიც ისეთივე სუსტი იყოს, როგორიც გასულ წელს იყო — ეს უკვე ყველასთვის ნათელია. ვერც ის და ვერც რეალი ამის უფლებას თავს ვერ მისცემენ თავს.
სეზონის განმავლობაში ის ხშირად შედიოდა მოედანზე იმ ფიქრით, რომ ოქროს ბურთის ცერემონიაზე უნდა ებრწყინა. როცა ეს იმედი გაუცრუვდა, ამან მასზე ემოციურად დიდი ზეგავლენა იქონია. ჩემთვის გაუგებარია ისიც, რომ რეალმა საერთოდ არ მოისურვა ამ ღონისძიებაზე დასწრება — ეს კლუბის მხრიდან ცუდი ჟესტი იყო.
რაც შეეხება მის კონტრაქტს — შეთანხმება გახანგრძლივებაზე აპრილში უკვე თითქმის მიღწეული იყო, მაგრამ ხელშეკრულება შემდეგ 1-2 კვირის განმავლობაშიც არ გაფორმდა. როცა ფეხბურთელი, კლუბი და აგენტი ერთ აზრზე არიან, ყველაზე ლოგიკურია, შეთანხმება მაშინვე ფორმალურადაც დამტკიცდეს. ეს ბევრ ზედმეტ დისკომფორტს ააცილებდა ყველას.
რაც შეხება ვინისა და მბაოეს დუეტს, არ ვთვლი, რომ რომელიმე მათგანის გაყიდვა საჭიროა. მოდი, ამით დავიწყოთ. მაგრამ ვინისიუსმა არ უნდა გაიმეოროს ის შედეგები, რაც წინა სეზონში ჰქონდა, თორემ შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს“,
- განაცხადა კანისარესმა.