ჯონი ხეცურიანი, გიორგი მელია
Aa
Aa

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ხეცურიანის და მელიას ოქროს მედლები სარეიტინგო ტურნირზე

ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს – ხეცურიანმა ფინალში რუმინელი სპორტსმენი 7:0 დაამარცხა, მელიამ კი სომეხ ფალავანს 3:1 სძლია.

შეჯიბრებაზე დღეს ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლერი აბულაძე (67 კგ) – ქართველმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კორეელი მინ-სეონგ კონი 10:3 დაამარცხა.

19 ივლისს, ბუდაპეშტში ოქროს მედალს იური ლომაძე დაეუფლა (72 კგ), ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი ოთარ აბულაძემ მოიპოვა.

ბუდაპეშტში დასრულებულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც – ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ფინალში ტაჯიკი ევლოევი 5:0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ვიცე-ჩემპიონი გახდა მირიან მაისურაძე (92 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იური ლომაძე უნგრეთის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია
იური ლომაძე უნგრეთის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია