იური ლომაძე
Aa
Aa

იური ლომაძე უნგრეთის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე იური ლომაძე (72 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფალავანმა ფინალში უზბეკი აბდულო ალიევი 8:2 დაამარცხა.

შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ოთარ აბულაძე (72 კგ). ქართველ სპორტსმენს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ჰასრათ ჯაფაროვი არ გამოუცხადდა.

ბუდაპეშტში დასრულებულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც. ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ფინალში ტაჯიკი ევლოევი 5:0 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ვიცე-ჩემპიონი გახდა მირიან მაისურაძე (92 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ).

წყარო 1TV 

მსგავსი სიახლეები