გულშემატკივრების აღიარება - რონალდუ სეზონის საუკეთესოდ დასახელდა
კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში კიდევ ერთხელ დააფასეს, ამჯერად გულშემატკივრებმა.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი საუდის პრო ლიგის, გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონი, 2024/2025 წლების სეზონში 15-ჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებზე გავლენა ამ ფაქტმაც იქონია.
ასევე, გულშემატკივრებმა რონალდუს გოლიც გამოარჩიეს და ალ რიადის კარში გატანილი გოლი სეზონის საუკეთესოდ აღიარეს.
ცნობისთვის, ვეტერანმა პორტუგალიელმა გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 35 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.